,,ძვირფასი ლითონების’’ და ,,ძვირფასქვიანი საიუველირო ნაწარმის’’ შემფასებელთა მომზადების კურსები (იხილეთ ფოტო)
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპატამენტის (დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ფოფორაძე) ბაზაზე ფუნქციონირებს 1999 წელს ჩამოყალიბებული სათანადო ლიცენზიის მქონე ორი კურსი:
1. “ძვირფასილითონების ექსპერტ–შემფასებელთა” სპეციალიზებულიკურსი;
2. ,,ძვირფასქვიანი საიუველირო ნაწარმის ექსპერტ–შემფასებელთა” სპეციალიზებული კურსი.
კურსებს ემსახურება გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის შესაბამისი კვალიფიკაციის აკადემიური და მოწვეული პერსონალი: სრ. პროფესორი ნოდარ ფოფორაძე – კურსების ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი ხათუნა გაჩეჩილაძე, ასისტ. პროფესორი სულხან გველესიანი, რომლებიც ამავე დროს არიან შპს ,,სინჯების’’ თანამშრომლები, ასევე ქ.მ.კ. მედეა დაუთაშვილი, აკადემიური დოქტორი ოლღა სესკურია.
თეორიული, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ტარდება სტუ-ს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის (ქ. თბილისი, კოსტავას 77, სტუ-ს III კორპუსი, აუდიტორია #308) შესაბამისად აღჭურვილ ლაბორატორიაში.
ლაბორატორიები უზრუნველყოფილია შესაბამისი ხელსაწყო–მოწყობილობებით, სასწავლო კოლექციებით, დამხმარე საშუალებებით და ეტალონებით.
თითოეული კურსი მთავრდება ტესტირებით, რომლის დადებითი შეფასების შემთხვევაში მსმენელი იღებს შემფასებლის კვალიფიკაციას და შესაბამის სერტიფიკატს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
ტელ.: (995 32) 236-48-20
ტელ,ფაქსი:(995 32) 238-81-64
მობ.: 595 04-40-32, 593 27-24-65 ოლიკო
საიუველირო საქმის შემსწავლელი კურსები
საიუველირო საქმის შესწავლა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.
თეორიულ ნაწილში ისწავლება:
• ფერადი და მათ შორის ძვირფასი ლითონები, მათი შენადნობები;
• ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ნაკეთობების კლასიფიკაცია
• ნაკეთობების დამზადების ტექნიკა და ტექნოლოგია, დამხმარე მასალები
• ნაკეთობების დამზადებისათვის საჭირო დაზგები და დანადგარები, ხელსაწყოები
პრაქტიკულ ნაწილში ისწავლება:
• დნობა
• ჩამოსხმა
• გლინვა
• თეგვა
• ადიდვა
• მონტირება
• თალბუდეში თვლების დამაგრება
• გრავირება
• ფინიშური დამუშავება, პოლირება
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
ტელ.: (995 32) 236-48-20
ტელ,ფაქსი:(995 32) 238-81-64