1. საიუველირო შენადნობების დასასინჯი რეაქტივები;(იხილეთ ფოტო)
ოქროს დასასინჯი რეაქტივები
Au-375°, Au-500°, Au-585°, Au- 750°, 900° , Au-958° – 1 მლ 1.50 ლარი
Au-583° – 1 მლ 5.00 ლარი;
ვერცხლის დასასინჯი რეაქტივი
ქრომპიკი - 1 მლ 1.50 ლარი;
მეთოდური მითითებები სასინჯი ხსნარების გამოყენებისათვის:
ა. ამპულებში დალუქული სასინჯი ხსნარების შენახვის ვადა ერთი წელი;
ბ. ამპულებში დალუქული სასინჯი ხსნარები უნდა შევინახოთ ბნელ და გრილ ადგილზე;
გ. სასინჯი ხსნარების ამპულებიდან მილესილთავიან ჭურჭელში გადატანის შემდეგ შენახვის ვადა არ აღემატება ერთ თვეს;
დ. სასინჯი ხსნარების ამპულებიდან მილესილთავიან ჭურჭელში გადატანის შემდეგ მათი შენახვა უნდა მოხდეს არაუმეტეს ოთახის ტემპერატურისა (15-25°C);
ე. დასინჯვის პროცესში გამორიცხულია სასინჯხსნარიანი ჭურჭელის ღიად დატოვება; ყოველი ხმარების წინ უნდა შემოწმდეს ვარგისიანობა;
ვ. მარკირების გარეშე ამპულების გასახსნელად გამოიყენება ქლიბი, რომელიც გაესმება ამპულას შევიწროებულ ადგილზე და ამის შემდეგ მის ზედა ნაწილს. გახსნისას არ უნდა მოხდეს შუშის დამსხვრევა;
ზ. მარკირებიანი ამპულების გასახსნელად მასზე არსებული მარკირების - ფერადი საღებავით დასმული წერტილი - მხრიდან მოპირდაპირე მხარეს ძალდატანებით ტყდება ამპულის თავი ყოველგვარი ქლიბისა და სახეხის გარეშე.
უსაფრთხოების წესები:
ა.ხსნარების შემადგენლობაში შემავალი მჟავები წარმოადგენენ ქიმიურად აგრესიულ ნივთიერებებს და მათთან მუშაობის დროს აუცილებლად საჭიროა დავიცვათ შემდეგი წესები: ამპულის გახსნის დროს არ შევისუნთქოთ ამპულიდან ამომავალი აირი, არ მივიტანოთ ცხვირთან ახლოს, ჭურჭელში გადატანის ან ამპულის გატეხვის პროცესში უნდა მოვიქცეთ ძალიან ფრთხილად და მოვარიდოთ სითხეს კანის ზედაპირი; ხსნარის დაღვრის ან კანზე მოხვედრის შემთხვევაში შესაბამისი ადგილის ჩამობანა უნდა მოხდეს გამდინარე წყლით ჩამობანა და დამუშავება სოდიანი ხსნარით (5-10 გრ. სოდა 200 მლ. წყალზე). მაგიდაზე დაღვრილი ხსნარის მოწმენდა უნდა მოხდეს სოდიანი წყლით და საპნით.
შემკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია საიუველირო ნაკეთობების სასინჯი ხსნარებით დასინჯვის ტექნიკისა და მათი გამოყენების მეთოდური მითითებებით ტრენინგების ჩატარება.
2. საიუველირო შენადნობების დასასინჯი რეაქტივების მინის ჭურჭელი;(იხილეთ ფოტო)
10 მლ - 1 ც 7.20 ლარი;
3. საიუველირო შენადნობების დასასინჯი რეაქტივების ხის სადგარი;(იხილეთ ფოტო)
1 ც - 7.20 ლარი;
4. საიუველირო შენადნობების დასასინჯი ქვები - კიდონტი: სასინჯი ქვა (~5X8 სმ) - 18.00 ლ; სასინჯი ქვა (~6X10 სმ) - 24.00 ლ; სასინჯი ქვა (~8X11 სმ) - 30.00 ლ(იხილეთ ფოტო)
ფასი დამოკიდებულია ქვის ზომაზე და შეიძლება შეიცვალოს;
5. საიუველირო შენადნობების დასასინჯი ეტალონები (დამზადება შეკვეთით);(იხილეთ ფოტო)
საქართველოს შიდა ბაზარზე არსებული რეალობიდან გამომდინარე, შემკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, ჩვენი რეკომენდაციით საიუველირო ნაკეთობების სტანდარტული სინჯების დასასინჯ ეტალონურ ნემსებს შესაძლებელია დაემატოს ყოველი სინჯის ზედა და ქვედა ზღვარის მაკონტროლებელი და ფერადი (ყვითელი, თეთრი) ოქროს ეტალონები.
6. საიუველირო ნაკეთობების დამზადება ინდივიდუალური შეკვეთით;(იხილეთ ფოტო)
პროფესიონალი ოქრომჭედელი დაამზადებს საიუველირო ნაკეთობას ძვირფასლითონიანი
(ოქრო, ვერცხლი, პალადიუმი) შენადნობებისა და ფერადი ქვების (ძვირფასი და სანახელავო)
გამოყენებით, როგორც შემკვეთის დიზაინის ასევე საკუთარი დიზაინის მიხედვით.
7. ძვირფასი და სანახელავო ქვების დამუშავება.(იხილეთ ფოტო)
ვაწახნაგებთ ძვირფას და სანახელავო ქვებს, როგორც ჩვენი ასევე შემკვეთის ნედლეულით;
ვამზადებთ სანახელავო ქვებისაგან: სადგარებს მცირე ზომის ლითონის ქანდაკებებისათვის,
მაგიდის საწერ მოწყობილობებს, ზარდახშებს, სუვენირებს;