1. ძვირფასლითონიანი და ძვირფასქვიანი ნაკეთობების გემოლოგიური ექსპერტიზა და სერთიფიცირება:
ჩვენი ორგანიზაციის სპეციალისტები ახდენენ საიუველირო ნაკეთობების წარმომავლობის (მწარმოებელი) დადგენას; სინჯის დადგენის ან ნაკეთობაზე არსებული სინჯის დამღის შესაბამისობისა და ნაკეთობაში ჩასმული ქვის ან ქვების რაობის, მათი მახასიათებლების (მასა, ფერი, სისუფთავე, თლილი, სიმეტრია, პროპორცია, დამუშავების ხარისხი და ა.შ.) განსაზღვრას;
ყოველივე ზემოთ ხსენებულის შესაბამისი წესით დოკუმენტირებას შიდა განაწესით დადგენილი ფორმით.
2. შენადნობებისა და სხვა მასალების - ქანების, მადნების, მინერალების, ქიმიური და რენტგენოფლუორესცენტული ანალიზი საქსტანდარტის მიერ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში (სტუ-სთან ხელშეკრულების საფუძველზე):
ნებისმიერი ლითონური, ქვიური, მყარი და ფხვიერი მასალების (შავი ლითონებისა და ფერადი ლითნების შენადნოების, მადნების) შედგენილობის როგორც თვისობრივი ასევე რაოდენობრივი მახასიათებლების განსაზღვრა.
3. ბანკების, სალომბარდო კრედიტების, აუდიტორული მომსახურება:
ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო ლომბარდების მოთხოვნით მათ მიერ გაცემული კრედიტების უზრუნველსაყოფად დაგირავებული ფასეულობების სარევიზიო აუდიტორული შემოწმება.