სიახლე



2020 წლის 01 თებერვლიდან შპს ,,სინჯების'' მიერ წაროებულ პროდუქციაზე იზრდება ფასები: 1 მლ - 375, 500, 585, 750, 900, 958 და ვერცხლის სასინჯი რეაქტივი - 1.50 ლ, ოქროს სასინჯი რეაქტივი 583 კი - 5 ლ; 1ც მინის ჭურჭელი - 7.20 ლ; 1ც ხის სადგარი - 7.20 ლ; სასინჯი ქვა (~5X8 სმ) - 18.00 ლ; სასინჯი ქვა (~6X10 სმ) - 24.00 ლ; სასინჯი ქვა (~8X11 სმ) - 30.00 ლ.
------------------------------------------------------------
ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ,,სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაციის შესახებ’’ შპს ,,ორბი777"-ს მოუწია საკრედიტო მომსახურების გამიჯვნა სხვა საქმიანობისაგან და შპს ,,ორბი777’’-ის კოლექტივმა დააფუძნა ახალი ორგანიზაცია შპს ,,სინჯები’’.
შპს ,,სინჯები" საკრედიტო მომსახურეობის გარდა ყველა იმ მომსახურებას გაუწევს თავის კლიენტებსა და პარტნიორებს, რასაც შპს ,,ორბი777’’ უწევდა.

შპს ,,სინჯების’’ კოლექტივი დაკომპლექტებულია იმ მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომლებიც ადრე იმავე მოვალეობებს ასრულებდნენ შპს ,,ორბი777’’-ს ფარგლებში. შპს ,,სინჯები’’ განახორციელებს   საკომისიო ვაჭრობას, ძვირფასქვიანი და ძვირფასლითონიანი ნაკეთობების ექსპერტიზას, სერთიფიცირებას; ბანკების სალომბარდო საქმიანობის სარევიზიო-აუდიტორულ მომსახურებას. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ამზადებს სალომბარდო-საკრედიტო მომსახურეობისთვის შემფასებლებს; აწარმოებს საიუველირო ნაკეთობების სასინჯ ხსნარებს და დამხმარე საშუალებებს; ახორციელებს გემოლოგიურ-საექსპერტო პრეცეზიული ხელსაწყოებით ვაჭრობას.

შპს,,სინჯები’’-ს დირექტორია სულხან გველესიანი - სტუს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნ. კანდიდატი, საქონელმცოდნე ექპერტი, ექსპერტ-გემოლოგად მუშაობის გამოცდილება 20 წელზე მეტი.

ჩვენი პარტნიორები არიან:
1. საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება;
2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
3. სს ,,თიბისი ბანკი’’;
4. შპს ,,ორბი777’’;
5. სს ,,ლიბერთი ბანკი’’;
6. სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია’’;