საკომისიო მაღაზიას ემსახურება მაღალი კვალიფიკაციის პერსონალი (საქონელმცოდნე-ექსპერტი, გამყიდველი, მოლარე-გამყიდველი).
საკომისიო მაღაზიაში მოქალაქეს შეუძლია ჩააბაროს მისი კუთვნილი ნივთი სარეალიზაციოდ (რომლის ღირებულებას მიიღებს ნივთის რეალიზაციის შემდეგ). მოქალაქე მის მიერ ჩაბარებული ნივთის უკან გატანის შემთხვევაში, არ იხდის არავითარ საკომისიო გადასახადს;
საკომისიო მაღაზიაში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ:
1. საიუველირო ნაკეთობები(იხილეთ სურათი);
2. ბუნებრივი დაწახნაგებული ფერადი ქვების კოლექცია, ბუნებრივი მინერალების საკოლექციო ნიმუშები(იხილეთ სურათი);
3. ანტიკვარული ნივთები - ბრინჯაოს ფიგურები, ფაიფური, ჭაღები, სურათები; (იხილეთ სურათი);
4. გემოლოგიური ხელსაწყოები სშეკვეთით მიწოდება(იხილეთ სურათი);
• მაღალი სიზუსტის სხვადასხვა სასწორები;
• კუთრი წონის განსასაზღვრი მოწყობილობა;
• ბრილიანტის საზომი მექანიკური და ელექტრო ხელსაწყოები (ლევერიჯი);
• ბრილიანტის და ფერადი ქვების სასინჯი ტესტერები;
• საიუველირო და სანახელავო ქვების გარდატეხის მაჩვენებლის განსასაზღვრი ხელსაწყო (რეფრაქტრომეტრი);
• ლუპები, პინცეტი,სპეციალური განათება, კიუვეტები;
• ბრილიანტის ფერის ეტალონები, ქაღალდის ,,მაგიდა’’;
• ძვირფასქვიანი საიუველირო ნაკეთობებისა და ფერადი ქვების საექსპოზიციო და შესაფუთი ფურნიტურა;
• ძვირფასი ლითონის სინჯის დასადგენი ტესტერები;
შეკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია სხვა გემოლოგიური და ძვირფას ლითონებთან სამუშაო ხელსაწყო-მოწყობილობის მიწოდება.
მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია გემოლოგიური ხელსაწყოების გამოყენებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების მისაღები ტრენინგების ჩატარება.